იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი საქართველოში პირველად იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სოფი ლორენი ოპერის მომღერლის, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ღონისძიებაზეა მიწვეული.
როგორც ცნობილია, იტალიელი მსახიობი ასევე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, სოფი ლორენი, თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრს 15 ივნისს ეწვევა, სადაც მსოფლიო პრემიერა, "სიყვარულისთვის" იქნება წარმოდგენილი.