ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე ხუმრობით საუბრობს.
"დღეს ყველა პარტიის ე.წ. ლიდერი აცხადებს, რომ ოქტომბერში ტრიუმფალურ გამარჯვებას იზეიმებს და პარლამენტში უმრავლესობით მოვა.
ისინი მართლები არიან, უბრალოდ, ჩვენ ვერ ჩავწვდით მათ ღრმააზროვან ლოგიკას და ამიტომაც ვერ ვიჯერებთ. არადა, საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს: დავუშვათ, თუ 3-კაციანმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში გაიყვანა 3 კაცი, რასაკვირველია, ჩაითვლება, რომ ის მოვიდა თავისი პარტიული უმრავლესობით. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე ხშირად ამბობს, ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობითო. ვინ ჰყავს ბატონ პაატას პარტიაში? მერაბ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე და… არის თვითონ. ამ 3 ადამიანის გადეპუტატება ნიშნავს იმას, რომ პარტიამ მართლაც მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება.
მეორე მაგალითი – დავუშვათ, პაატა დავითაია გახდა დეპუტატი, ესეც დიდი გამარჯვება იქნება. ვინაიდან, ის საერთოდ მარტოა "ვეებერთელა" პარტიაში, 1 კაცის გასვლაც კი ნიშნავს უმრავლესობით მოსვლას.
დავიჯერო, კიდევ ვერ გაიგეთ? ესე იგი, ლავუაზიეს კანონის თანახმად, გავიდა ერთი, მაგრამ ამ ერთს ჰგონია, რომ მოვიდა ბევრი."– წერს ზედელაშვილი.