ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უპრეცედენტო გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმდნენ, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში განლაგდება ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი. ბატალიონების გადასროლა 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. 800-1000 სამხედროსგან შემდგარი ბატალიონები როტაციული პრინციპით იმოქმედებენ.
აღმოსავლეთ ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ნატო დამატებით ზომებსაც მიიღებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღიშნული გადაწყვეტილება არის მკაფიო სიგნალი, რადგან თუ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმა განხორციელდება, რეაგირებას მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთობლივად მოახდენს.