ლანჩხუთის კულტურის სახლის სცენაზე თეატრის მოყვარულებს ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასმა, დავით წერეთლის ხელმძღვანელობით მორიგი პრემიერა შესთავაზა.
თეატრის ადგილობრივ მოყვარულებს ამჯერად ლაშა ბუღაძის პიესის "ნუგზარი და მეფისტოფელის" ხილვის საშუალება ქონდა, სადაც ოსტატურად შეფეთულ კომედიაში დიდი ადამიანური ტრაგედიაა გადმოცემული. სპექტაკლის მთავარი რეჟისორიც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი, ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი დავით წერეთელი გახლდათ, ქორეოგრაფია კი ირაკლი ჩახვაძეს ეკუთვნოდა, ხოლო სპექტაკლის მხატვარი შოთა ჭყონია იყო.
უნდა ითქვას, რომ პრემიერა წარმატებული გამოდგა და მაყურებელმაც ოვაციები არ დაიშურა ახალგაზრდა მსახიობების მისამართით.
ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი თავისი პირველი პრემიერის თეატრის მოყვარულთა წინაშე გასული წლის დეკემბერში წარსდგა ლაშა ბუღაძის პიესით "ნაფტალინი".