რუსეთის მძლეოსანთა ნაკრებმა შესაძლოა ოლიმპიადაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მძლეოსანთა საერთაშორისო ასოციაციამ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა რუსეთის მძლეოსანთა ნაკრები ოლიმპიადაში მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, რუსეთს საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობა გასული წლის ნოემბერში აუკრძალეს, მას შემდეგ , რაც რუსი სპორტსმენები დოპინგის ტესტში ჩაიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტესტების შედეგების მიხედვით, რუსეთს სპორტული სამყაროს მოტყუებაში, ხოლო მთავრობას დოპინგის მოხმარების დაფინანსებაში ედება ბრალი.
როგორც ცნობილია, ოლიმპიადა 2016 რიოში, აგვისტოში გაიმართება.
ამავე თემაზე
„შარაპოვამ შესაძლოა აღარასდროს ითამაშოს“
ოლიმპიადა 2016-ის ორგანიზატორებმა მედლები გამოფინეს
„ოლიმპიადაზე ზიკას გავრცელების დაბალი შანსია“_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია