ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 12 კლასში გადასასვლელ გამოცდებზე 569 მოსწავლე დარეგისტრირდა.
მეთერთმეტეკლასელებმა გამოცდა 4 საგანში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში ჩააბარეს. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 569 მოსწავლიდან გამოცდებში 79 მოსწავლე ჩაიჭრა.
რესურსცენტრში ასევე გვითხრეს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს გამოცდების წარმატებულად ჩაბარება, შეეძლებათ მომავალ წელს ჩააბარონ.