სუფსაში, "kompania china railway 23 RD"-ის ავტოფარეხთან კომპანიაში დასაქმებული მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ავტოფარეხის შესასვლელი ბლოკირებული აქვთ. აღნიშნული ჩინური კომპანია სამუშაოებს აწარმოებს სამტრედიიდან გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე ლოტზე, რომელიც ხაჯალია-ხიდმაღალას მონაკვეთს მოიცავს.
გაფიცულთა თქმით, მათი ამჟამინდელი დღიური ანაზღაურება 16, 70 ლარია, თუმცა, იყო დაპირება რომ როგორც სხვა ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს, მათაც ყოველდღიურად 20 ლარს გადაუხდიდნენ.
"ჩვენ ვიყავით შეთანხმებულები ხელმძღვანელობასთან, რომ ხელფასი გაგვეზრდებოდა, სამწუხაროდ, პირობა არ შესრულდა. ვითხოვთ ანაზღაურება 20 ლარამდე გაგვეზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია უფრო ფართომასშტაბიანი გახდება"-ამბობენ გაფიცული მუშები.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად იმყოფებოდა სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძეც, რომლის თქმითაც, ის უშუალოდ გაესაუბრა გაფიცულ მძღოლებს და მათი მოთხოვნები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააცნო.