2016 წელს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მარჯანიშვილის თეატრი რეგიონებში გასტროლებს გეგმავს. "დილა მშვიდობისა, საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი გასვლა მესტიაში იგეგმება, რის შემდეგ მსახიობები ოზურგეთს ესტუმრებიან.
მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლს "როგორ გენებოთ" წარმოადგენს, რომლის რეჟისორიც ლევან წულაძეა.
როგორც ცნობილი ხდება, ოზურგეთს მარჯანიშვილის თეატრის დასი 28 ივნისს ესტუმრება. თეატრის წარმომადგენლები რეგიონებს საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით ესტუმრებიან.