https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჭირს, ჩემო ბატონო, გათხოვება, ერთობ ჭირს!”

14:06; 21.06.2016
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის სახალხო თეატრმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" წარმოუდგინა, რომელიც რეჟისორმა გიორგი ცინცაძემ დადგა; მასვე ეკუთვნის სპექტაკლის სცენოგრაფია. მუსიკალური გამფორმებელი ნინო სიხარულიძეა. როლებს ასრულებდნენ: დარისპანი _ ვასილ ბუბუტეიშვილი, მართა _ მარგო ავაქიანი, პელაგია _ ქეთევან კუკულავა, ონისიმე _ გიორგი ცინცაძე, ოსიკო _ გიორგი სიხარულიძე, კაროჟნა _ თამარ ხვინჩიაშვილი, ნატალია _ ლონდა ჭკუასელი.

მართა და პელაგია დიდ ზარზეიმით ელოდებინ სასიძოს _ ონისიმეს სტუმრობას და მაქსიმალურად ცდილობენ, პელაგიას ქალიშვილი _ ნატალია ვიზუალურად და ფსიქოლოგიურად მოამზადონ მასთან შესახვედრად. მოულოდნელად მართას მისი ნათესავი, დარისპანი ეწვევა. იგი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილის მამაა, რომელიც ამჯერად თავის უფროს ქალიშვილთან, კაროჟნასთან ერთად დადის სოფლიდან სოფელში, ნათესავ-ნაცნობებში _ იქნებ, როგორმე მოახერხოს ქალიშვილის გათხოვება.

მართასთან დარისპანი პელაგიას გაიცნობს. აღმოჩნდება, რომ მათ ერთნაირი "გასაჭირი " აქვთ… და აი, გამოჩდა "საოცნებო" სასიძო, თავის ბიძასთან, ონისიმესთან ერთად, რის შემდეგაც იწყება "უშეღავათო ბრძოლა" _ კაროჟნა და ნატალია ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ თავი მოაწონონ ოსიკოს. მართა და პელაგია ნატალიას აგულიანებენ, ბრძოლის მეორე მხარეს მარტო დარჩენილი დარისპანი კი შესაბრალისად წამოიძახებს ხოლმე: "ჰე, ბოშო, მიდიი"… კაროჟნაც ცეკვავს თავგადადებით, მაგრამ რა… როცა მართა დაიმარტოხელებს ოსიკოს და შესთავაზებს თავისი ნათლული ითხოვოს ცოლად, ოსიკო პასუხობს, რომ დანიშნული ჰყავს, თორემ მის რჩევას როგორ არ გაითვალისწინებდა.

ასე უშედეგოდ დამთავრდა დარისპანის, მართასა და პელაგიას ბრძოლა. შემდეგ კი თითოეული მათგანი ცდილობს გამოასწოროს უტაქტობა და თავდაუჭერლობა. ინიციატივას ისევ დარისპანი იღებს _ მგონი, რაღაც გეწყინათ, ქალბატონო პელაგია, ვითომ იმ მუნჯ ბიჭზე რამე მეფიქრებინოს. იმედია, ახლა აღარ მიწყრებით. პელაგია კი მშვიდად პასუხობს: _ არა, ჩემო ბატონო, რატომ ნებულობთ?! იქვე მართაც შეაშველებს სიტყვას _ საწყენი რა შეხვდომია, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გაუგეთ. დარსპანი კი იმედოვნებს, რომ თავისი ქალიშვილი სულ მალე გათხოვდება და ქორწილშიც აუცილებლად ეწვევიან მართა და პელაგია _ "აბა, რავა იქნება ისე"…

რეჟისორმა გიორგი ცინცაძემ სადა რეჟისორული გადაწყვეტითა და ლაკონური სცენოგრაფიით კლდიაშვილისეული ატმოსფერო შექმნა სცენაზე. ნინო სიხარულიძის შესანიშნავად შერჩეულმა მუსიკამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა სპექტაკლი.

დარისპანის ხელმოკლე, კუდაბზიკა აზნაურის სახე, რომელიც ხშირად უმწეო მდგომარეობაში ვარდება, ბრწყინვალედ განასახიერა ვასილ ბუბუტეიშვილმა. იმერელი დარბაისელი ქალბატონი მართას როლი _ ფერთა სიუხვითა და მისთვის ჩვეული ოსტატობით შეასრულა ოზურგეთის თეატრის ერთ-ერთმა წამყვანმა მსახიობმა მარგარიტა ავაქიანმა. პელაგიას სახასიათო როლი შესანიშნავად მოირგო ქეთევან კუკულავამ. ონისიმესა და ოსიკოს სცენაზე გამოჩენას მაყურებელი აპლოდისმენტებით ხვდებოდა. სცენაზე ხალისი შემოჰქონდათ ნიჭიერ ახალგაზრდებს _ თამარ ხვინჩიაშვილს და ლონდა ჭკუასელს, რომლებმაც კაროჟნას და ნატალიას როლები საოცარი ბუნებრიობითა და უშუალობით შეასრულეს.

სპექტაკლი მე-19 საუკუნიდან დღემდე ბევრ რამეზე აფიქრებს მაყურებელს _ მასში გადმოცემული პრობლემები დღემდე აქტუალურია. მაყურებელი, თითქოს, თანამონაწილე ხდება სცენაზე მიმდინარე მოქმედებისა და თითოეული პერსონაჟის მიმართ სიბრალულს და თანაგრძნობას განიცდის. ეს ბუნებრივიცაა, რადან დავით კლდიაშვილს თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ადამიანების სიყვარული აწერინებდა.

სპექტაკლით "დარისპანის გასაჭირი" კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა ჩოხატაურის სახალხო თეატრის ისტორიაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება

„ისლამური სახელმწიფო“ აშშ-ს საჰაერო ძალებს ემუქრება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო