დღეს დილით ხანძრის შედეგად ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე წულაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას.
სამაშველო ჯგუფის უფროსის კახა ჯინჭარაძის თქმით, ხანძრის გაჩენა დაგვიანებით დაფიქსირდა და ამიტომაც, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ორივე სართული განადგურდა.
ჯინჭარაძისვე ინფორმაციით, გამოძიება დაადგენს თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი.