სირიაში თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ერთობლივი საომარი ქმედებების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 8 მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თურქეთზე რაკეტებითა და ნაღმმტყორცნებით აპირებდნენ იერიშის მიტანას.
როგორც ცნობილია, სირიის ქალაქ ქილსში, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს, მიმდინარე წელს 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.