რუსეთი ნატო-ს ქმედებების საპასუხოდ ქვეყნის თავდაცვასს აძლიერებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო-ს აგრესიული ქმდებების გაძლიერებას ქვეყნის საზღვრებთან, რუსეთი მზად უნდა დახვდეს.
"ნატო-ს აგრესიული ქმედებების და რიტორიკის გაძლიერება ჩვენს საზღვრებთან გვავალდებულებს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენი ქვეყნის საბრძოლო თავდაცვის უნარის გაძლიერებას,"_აცხადებს პუტინი.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში, მოსკოვმა განაცხადა, რომ სამი ახალი საბრძოლო დანაყოფის შექმნას გეგმავს, რომ მისი საზღვრების სახიფათო სამხედრო პოტენციალისგან დასაცავად.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნატო-ს ხელმძღვანელი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია.
"მნიშვნელოვანია,რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის საშუალება მოგვეცეს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დაძაბულობა მაღალია. მთავარია, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ რას ვაკეთებთ და რამდენადაც შეგვიძლია გაუგებრობა და შეცდომები თავიდან ავიცილოთ,"_ამბობს სტოლტენბერგი.
როგორც ცნობილია, ნატო-მ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში რუსეთიდან მოასალოდნელი აგრესიული ქმედებების თავიდან ასაცილებლად 4 ბატალიონი გაგზავნა.