ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახალხო დღესასწაული "დვაბზუობა" გაიმართა.
სოფლის ცენტრში "თეატრალური კვარტეტის" კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლები: "ურეკი," "კოლხა," "ზენაარი," "ბალავარი," "აისი," "შემოქმედი" და "იადონი" მონაწილეობდნენ. სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე პოდმოსკოვიეს ირინა ზაიცევას სახელობის ქორეოგრაფიული სკოლის მოცეკვავეებიც წარსდგნენ.
ღონისძიების დასასრულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დვაბზუს საპატიო მაცხოვრებლები დააჯილდოვა. სპეციალური სიგელი და ფულადი ჯილდო დამსახურებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადაეცა დარეჯან დათუნაიშვილს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის – მერი გომართელ-რადიანს, ხოლო მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისა და სოფელ დვაბზუს წარმოჩენის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამაზ გობრონიძეს მიენიჭა.