გამოცემამ "NME" გუშინ საინტერესო ცნობა გაავრცელა. რამდენიმე თვის წინ აგორდა ხმები, რომ პოპულარული ამერიკული ჯგუფი "Aerosmith" დაშლის პირას იმყოფებოდა.
ორი დღის წინ სტივენ ტაილერი და მისი კოლეგები "NME"-ს ჟურნალისტებს ესაუბრნენ და ჯგუფის დაშლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
მომავალი წლის მარტში "Aerosmith" გამოსამშვიდებელ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება. ამ კონცერტების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრები ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებიან.
"Aerosmith" 1970 წეელს დაარსდა აშშ-ის ქალასქ ბოსტონში. მისი უკანასკნელი ალბომი "Music fromAnother Dimension!" 2012 წლით არის დათარიღებული.