სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად არ გულისხმობს, რომ მერაბიშვილი არის უდანაშაულო, რადგან მის მიმრათ დაირღვა კანონი – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი "კავკასიის" ეთერში. გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას მარგველაშვილმა შეწყალების საკითხზე ისაუბრა:
„მერაბიშვილი არის მსჯავრდებული, მაგრამ მასაც აქვს უფლებები. თუ მას უფლებები შეელახა, ის ადამიანების მიმართ, ვინც აიღეს და შელახეს მერაბიშვილის უფლებები, უნდა ჩატარდეს გამოძიება… რაზე ვსაუბრობთ დღეს, მერბიშვილი უნდა შევიწყალო იმიტომ, რომ მერაბიშვილის უფლება შელახა ვიღაც ასევე არაკვალიფიციურმა სამართალდამცველმა? თუ ის ადამიანები, რომლებიც არიან მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალის ადრესატები და, ვისი უფლებებიც დაირღვა, აღარ არსებობენ, თუ აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთ რეალობას გვთავაზობს – ვანო მერაბიშვილი და მურუსიძე არიან მსხვერპლები.
„ასეთ დისკუსიას გვთავაზობენ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ – მსხვერპლია, დაჩაგრულია მურუსიძე, ვანო მერაბიშვილიც. ილუსტრაციას გიკეთებთ – გავიხსენოთ ჩვენი წარსული, რომ გვეთქვა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე დადვდგებით – საზოგადოებას ყავს ორი მსხვერპლი, ეს არის მურუსიძე და მერაბიშვილი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო: პირველი რადიო