გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა
კითხვაზე – შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი – 12,6%, დავით ბაქრაძე – 9,9%, მიხეილ სააკაშვილი – 7,1%, პაატა ბურჭულაძე – 5,4%, ირაკლი ალასანია – 5,0%, შალვა ნათელაშვილი – 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი – 2,6%, ბიძინა ივანიშვილი – 2%, ნინო ბურჯანაძე – 2%, ირაკლი ღარიბაშვილი – 1,1%.
GFK-მ კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.