ავღანეთში მედიაჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობას გმობენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ავღანეთში ჟურნალისტების უფლებადამცველების ინფორმაციით, ავღანეთში მიმდინარე თვეს ჟურნალისტებზე ზეწოლა სამთავრობო ძალებისგან გაიზარდა.
ავღანეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, რაჰიმულა სამანდარის თქმით, სამთავრობო უწყებებში დასაქმებულებმა, განსაკუთრებით კი პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ იციან.
"ვთხოვთ ხელისუფლებას და შეიარაღებულ ძალებს ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება,"_აცხადებს სამანდარი.
როგორც ცნობილია, ამ თვეში "თალიბანის" თავდასხმას ამერიკის საზოგადოებრივი რადიოს 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ამ თვეში ჟურნალისტებზე თავდასხმის 22 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 15-ში უსაფრთხოების ძალები, 4-ში "თალიბანი", ხოლო დანარჩენ შემთხვევებში სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები არიან დამნაშავეები.