ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყონებლივ დაწყების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, დოკუმენტს 395-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 200 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონთან შეხვედრაზე მოუწოდა მას, რაც შეიძლება მალე განმარტოს ქვეყნის პოზიცია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გუშინ დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პროცედურის დაწყებამდე ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ, მათივე გადასაწყვეტია, თუ რა სახის ურთიერთობა სურთ ევროკავშირთან.