ლიბანში ახალი ტერაქტის საფრთხე არსებობს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ლიბანის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება ლიბანის მთავრობამ სირიის საზღვართან მდებარე ქრისტიანულ სოფელში, გუშინ მომხდარი რამდენიმე აფეთქების შემდეგ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში გუშინ აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დგანან, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.