გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის, ბელიზისა და ლიბერიის დროშებით მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარეს.
"სამივე გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მათვე მოუწიათ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელის საერთო მოცულობა 10 000 ლარს აღწევს.
სამართალდამრღვევმა გემებმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული ჯარიმის და ზიანის ოდენობის გადახდის შემდეგ დატოვეს", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.