ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საკუთარი "ფეისბუკიდან" ყველა იმ მეგობარს შლის, რომელსაც სოციალურ ქსელში ვიანობა ქართული შრიფტით მითითებული არ აქვს.
ამის შესახებ ღვინჯილიამ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა და თავის მეგობრებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
"მეგობრებო!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი აქცია არ ეხება არაქართველებს;
იმის გამო, რომ დამეგობრების პროცესი სულ იქნება, მე გადავწყვიტე, დასაშვებად ჩავთვალოთ რამდენიმე "რომაელის" ყოფნა სიაში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ მათი რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5-ს! ;
თუ ჩემს მეგობარს სიაში აღმოაჩნდება 6 "რომაელი", იგი დროებით, ან სამუდამოდ (როგორც თვითონ ისურვებს!!!) წაიშლება სიიდან.
იმოქმედეთ მშვიდად, თანმიმდევრულად და პრინციპულად!
მთავარია არა რაოდენობა, არამედ – ხარისხი!!!
"ენა = ერს!!!"_წერს ღვინჯილია.
მოგვიანებით ენათმეცნიერმა აღნიშნულზე დაწერა:
"ძალიან მძიმე და დამქანცველი შრომა მიწევს სიის გასუფთავების სახით.
რა კარგი იქნებოდა, რომ თქვენც დამხმარებდით ამ საქმეში და ყველას თვითონვე წაგეშალათ თქვენი გვარ-სახელი ჩემი მეგობრების სიიდან?
ჯერ მხოლოდ 700-ის წაშლა მოვასწარი.
დარჩა კიდევ 3000!!!"_ წერს ღვინჯილია.