ბაღდადში კვირას დილით მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS სამედიცინო და პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 35 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 200-ზე მეტი დაშავებულია.
როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრთან სატვირთო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.