პარტიებმა ივნისში შემოწირულების სახით ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს.
როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, ყველაზე მეტი შემოწირულება – 1 028 420 ლარი "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ერიცხება.
შემოწირულების კუთხით მეორე ადგილი უკავია პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელმაც ივნისში შემოწირულების სახით 741 942 ლარი მიიღო.
სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: "პატრიოტთა ალიანსი" – 174 930 ლარი, გიორგი ვაშაძის "წარმატებული საქართველო" – 111 442 ლარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 81 200 ლარი, "გირჩი" – 38 003, "ჩვენი სამშობლო" – 21 700 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" – 2 660 ლარი, "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 1 700 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 680 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" – 600 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" – 500 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 163 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 119 ლარი და "თავისუფალი საქართველო" – 25 ლარი.