დღეს რუსულ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისა და ყაზანის "რუბინის" 24 წლის ცენტრალურ მცველ სოლომონ კვირკველიას ამჟამინდელი კლუბის დატოვება სურს.
მიმდინარე სეზონში კვირკველიამ რუსული გუნდის რიგებში 29 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მისით დაინტერესება იტალიურმა და გერმანულმა კლუბებმა გამოხატეს.
რუსულ მასმედიას ფეხბურთელის მენეჯერი რევაზ ჩელებაძე ესაუბრა.
"უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ კვირკველიათი არაერთი წამყვანი გერმანული და იტალიური კლუბი დაინტერესდა. სამწუხაროდ ყაზანის „რუბინმა“ მოთამაშე 10 მილიონ ევროდ შეაფასა. ამ მიზეზის გამო ბოლო რამდენიმე კვირაა უცხოური გუნდები ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულან.
დანამდვილებით გეტყვით რომ სოლომონს ყაზანში დარჩენა აღარ სურს. არ გამოვრიცხავთ რომ მოთამაშემ კარიერა რუსეთში გააგრძელოს. საუბარი მაქვს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და მოსკოვის "სპარტაკზე". ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება".
Sport-express.ru