საჭირო მასალა: ხუთი კვერცხი, ორი ჭიქა შაქარი, 250 გრამი კარაქი, 400 გრამი მაწონი, 2 ჩ /კ სოდა ძმრით, ორი პატარა შეკვრა კაკაო, ვანილი, ცოტა მარილი, ოთხი ჭიქა ფქვილი.
კვერცხის გულითა და შაქრით ამოვიყვანოთ გოგლიმოგლი. მაწონში ჩავუშვათ სოდა, მოვურიოთ და ჩავასხათ, დავამატოთ კაკაო და კარგად ავურიოთ. თუ მუქი არ გამოვა, კვლავ დავამატოთ, ვუყოთ ვანილი და ბოლოს ნელნელა ჩავყაროთ ფქვილი. გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ, პერგამენტდაფენილ "ჟარონაზე".
კრემი: 200 გრამი მოხარშული შედედებული რძე კარგად ამოვიყვანოთ 300 გრამ კარაქთან და ვანილთან ერთად.
ბეზე თხილით: ხუთი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ორ ჭიქა შაქართან. დავუმატოთ ვანილი და ერთი ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან თხილი და გამოვაცხოთ პერგამენტდაფენილ აჩმის "ჟარონაზე".
როცა ყოველივე ეს მზად იქნება, პირველ ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ერთი ჭიქა გატარებული თხილი ან ნიგოზი, შემდეგ დავადოთ ბეზეს ფირფიტა, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნახევარი ჭიქა დაჭრილი თხილი ან ნიგოზი. ბოლო ფირფიტას გავუკეთოთ მინანქარი. ამ ნამცხვრის მომზადებისას უნდა ვიხმაროთ ხარისხიანი კაკაო. ბისკვიტი ძალიან შავი უნდა იყოს.