ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ტერორიზმისა და დაზვერვის სამსახურის მდივანი, ადამ სზუბინი ამბობს, კიმ ჩენ ინი მილიონობით ადამიანს აუტანელ სისასტიკეს აყენებს.
"კიმ ჩენ ინი განაგრძობს მიაყენოს აუტანელი სისასტიკე მილიონობით ადამიანს, მათ შორის აიძულებს იშრომონ, აწამებს და ხოცავს,"_ამბობს სზუბინი.
თუმცა როგორც ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ექსპერტი, მიხეილ მადენი აცხადებს, სანქციები ხაზს უსვავს ამერიკის შეერთებული შტატების მტრულ პოლიტიკას ფხენიანის მიმართ.
"სანქციები ვერ შეცვლის ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიულ პოლიტიკურ კურსს და მხოლოდ გამოხატავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიერ მტრულ პოლიტიკას,"_ამბობს ექსპერტი.