ხულოში გუშინ გახსნილი ხიდი დღეს მდინარემ წაიღო. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, საუბარია მაღალმთიან სოფელ ბაკი-ბაკოსთან მისასვლელ, გუშინ გახსნილ ხიდზე.
მისივე განცხადებით, სხვა მიამართულებით უხვ ნალექს ხულოს მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეუქმნია.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
გამგეობაში საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი: 0 800 100 109 (ზარის განხორციელება უფასოა)