"Check in Georgia"-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ქართველი მომღერლების და ჯგუფების კონცერტები იმართება. პროექტი, რომლის განხორციელებაზე რამდენიმე მილიონი დოლარი იხარჯება, როგორც აღმოჩნდა მოსახლეობისთვის დიდი ნაწილისთვის საინტერესო არ არის, რადგან "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კონცერტებს მცირე რაოდენობის მაყურებელი ჰყავს.
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ყველა კონცერტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
"ყველა რეგიონიდან პოზიტიური გამოხმაურებაა _ მათ შორის ოზურგეთიდან. ხალხმრავლობას თუ შევადარებთ "Maroon 5" კონცერტს, რომელიც ბათუმში ჩატარდა, მაშინ ნამდვილად ნაკლები ხალხი იყო, მაგალითად ოზურგეთში _ გააჩნია რას ვადარებთ.
ეს პროექტი ითვალისწინებს ქართველი მომღერლების მხარდაჭერას. მათ შეუძლიათ თავიანთი შემოქმედება ქვეყნის წინაშე წარმოაჩინონ", _ გვითხრა მიხეილ გიორგაძემ.