ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქია ისევ განმეორდა. გამთენიისას ადიდებულმა მდინარემ სოფლებში: ჯუმათსა და გურიანთაში საავტომობილო ხიდები დაანგრია, ხოლო სოფელ სილაურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა წაიღო.
სტიქიის ზონაში ამ წუთებში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წუხელაც შეუტია და რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.