შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გადამუშავებული ხორცის პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში შეტანა პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
მოცემული კვლევა British Journal of Cancer-მა გამოაქვეყნა. მკვლევარების თქმით, დღეში ერთი ცალი სოსისის მიღება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 19% ზრდის. აქამდე მეცნიერები გადამუშავებული ხორცით კვებასა და ნაწლავური სიმსივნის ურთიერთკავშირზე საუბრობდნენ.
კიბოს კვლევითი საერთაშორისო ფონდის დასკვნით, სიმსივნის განვითარებას ყველაზე ხშირად მოწევა და ჭარბწონიანობა იწვევს.