"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს დღეს წარადგენს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით "ოცნების" სიაში მოხვდნენ: სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერულ საკითხებში სოფო ჯაფარიძე; სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა; ადვოკატი მამუკა მდინარაძე; იურისტი თამარ ჩუგოშვილი; ბიზნესმენი ბექა ოდიშარია და ინტელექტ კლუბის "რა, სად, როდის" წევრი ირინა ფრუიძე.
ამ ადამაინებს დღეს, 14:00 საათზე, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
როგორც გავარკვიეთ, დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" სრული სია არ გასაჯაროვდება. დღეს არც ათეულის დასახელებაა დაგეგმილი.