გუშინ ოზურგეთის "არწივები" ბათუმის უმაღლესი ლიგის მე-2 გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა, თამაში ოთხი 20 წუთიანი ტაიმებით მიმდინარეობდა.
"ეს იყო გუნდის ახალი შემადგენლობის პირველი ტესტი.
თამაშით კმაყოფილები ვართ. მატჩი ანგარიშით 34-15 დამთავრდა ოზურგეთის "არწივები"-ს გამარჯვებით. ეს დიდი სტიმულია ჩვენი ბიჭებისათვის."- აღნიშნა რაგბის კავშირის დირექტორმა თენგიზ კალანდაძემ.
მისი თქმით, საუკეთესო თამაში აჩვენეს ახლაბედა მორაგბეებმა ლაშა ხმელიძემ, გურამ სიხარულიძემ, ნუგზარ მახარობლიძემ და ედვარდ ღლონტმა. საუკეთესო ლელოს ავტორი გახდა, ბათუმიდან გადმოსული, ოზურგეთის "არწივების" აღზრდილი ოთარ მჟავია.
თამაშს ესწრებოდნენ ბათუმის უმაღლესი ლიგის სამწვრთნელო ჯგუფის წევრები ირაკლი ნინიძე და დავით გუგუშვილი."_ განაცხადა რაგბის კავშირის დირექტორმა თენგიზ კალანდაძემ.