თურქეთი უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, _აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იანკერმა გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ თურქეთი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი გახდეს,"_აცხადებს იანკერი.
მისივე თქმით, ქვეყანა აპირებს სიკვდილით დასჯა შემოიღოს, რასაც ევროკავშირში ადგილი არა აქვს.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა შემოვა, თურქეთთან ყველა მოლაპარაკება შეწყდება.
როგორც ცნობილია, თურქეთში მას შემდეგ რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა 60 000-ზე მეტი ჯარისკაცის, პოლიციელის, მასწავლებლის, საჯარო მოხელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.