პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი დეპუტატი თემურ ჭკუასელი იქნება.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული შესახებ პოლისტაბჭომ გადაწყვეტილება წუხელ ღამით მიიღო. კანდიდატის ვინაობის შესახებ ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაცაის არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" პრესსამსახურში.
პარტიაში განმარტავენ, რომ კანდიდატების ვინაობა დღეს საღამოს, 8 საათზე, ოზურგეთში გახდება ცნობილი და მათ გურულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი წარუდგენს.
ჩვენი ინფორმაციით, ჭკუასელთან ერთად, დღეს პრემიერმა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კადიდატად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე უნდა დაასახელოს, თუმცა, არ არის გამორიცხული ამ უკანასკნელის ვინაობა დღეს შეიცვალოს, რადგან როგორც გვითხრეს, წუხელ ვითარება შეიცვალა და თალაკვაძესთან ერთად კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება.