დღეს, ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ.
შეხვედრა საღამოს 8 საათზე დაიწყება და კანდიდატს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენი ათასი კაცი დაესწრება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატის წარდგენას. არაოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთში 13 000 კაცს ელოდებიან.
"ქართული ოცნების" ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროსი, ბეგლარ სიორიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ათასი კაცი დაესწრება დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.
"რამდენი კაცი გამოვა, ეს გამოჩნდება საღამოს. კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით," _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.