ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს – ამ კითხვაზე NDI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მთავრობა აღნიშნულ ცვლილებებს ახორციელებს.
კითხვაზე უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 50%-მა გასცა.
ამავე გამოკითხვის თანახმად დგინდება, რომ მოსახლების 80% ყოველთვიურად საშუალოდ 300 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.
გამოკითხულთა პასუხებმა აჩვენა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და პენსიებია.
"ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
ამავე თემაზე:
გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში, 64%-ს კი ნატო-ში გაწევრიანება სურს – NDI