სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროშიც რამდენიმე პროექტი აქვს დასასრულებელი.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ აქაც რაღაც საკითხები მაქვს გასაკეთებელი არჩევნებამდე, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილად არ ვიცი, მომეცემა თუ არა დაწყებული რეფორმის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა", – განაცხადა კახიშვილმა.