ვაჟი გიტარით ხელში გოგონების განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები სამხრეთ ბრეტანის ფრანგული უნივერსიტეტიდან, იუწყება ჟურნალი ”Psychology of Music”.
გამოკვლევაში მონაწილეობდა ერთი 20 წლის ახალგაზრდა ვაჟი და 18-დან 22 წლამდე ასაკის 300 გოგონა. ახალგაზრდა, რომელიც მკვლევართა მიერ იყო შეფასებული ”მომხიბლავად”, ეცნობოდა გოგონებს და სთხოვდა მათ ტელეფონის ნომრებს.
ცდები სამ ჯგუფად იყო დაყოფილი: პირველ შემთხვევაში მას ხელში ეკავა გიტარის ბუდე, მეორეში – სპორტული ჩანთა და მესამეში – ცარიელი ხელებით მიდიოდა გოგონებთან. გაირკვა, რომ ”მუსიკოსის” ამპლუაში ყმაწვილის მომხიბვლელობა რამდენიმეგზის იზრდებოდა – გიტარისტს ტელეფონის ნომერს აძლევდა გოგონათა 31%, ხელცარიელს – 14%, ხოლო სპორტულ ხელჩანთიანს – 9%.
მიღებული შედეგების საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან: რადგან მუსიკა წარმოიშვა უძველესი საქორწინო რიტუალებიდან, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტნიორის არჩევაში. ამას გარდა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის უნარი მიუთითებს ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებაზე.