კლდოვან ქურთულ ქალაქ ქამიშლიში "ისლამურმა სახელმწიფომ" მომაკვდინებელი ტყუპი აფეთქებები განახორციელა, რის შედეგადაც 44 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთში დაფუძნებული მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება ქურთების უსაფრთხოების შტაბთან მოხდა, სადაც დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა .
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მაუწყებლის ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" აღნიშნულ მხარეში ქურთების წინააღმდეგ აფეთქებებს ადრეც ახორციელებდა.
როგორც "ისლამური სახელმწიფო" მათ მიერ საინფორმაციო სააგენტოდ მიჩნეულ Amaq-თან საუბარში ამბობს, აფეთქებები პოლიციის შენობასთან და სამთავრობო შენობასთან ახლოს განახორციელეს.