30 ივლისს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, „ბლექ სი არენას" მსოფლიო დონის პოპ ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გახსნის.
კონცერზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება დაინიშნოს დამატებითი რეისი 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას კონცერტის დღეს ესტუმროს შავი ზღვის სანაპიროს.
ბილეთების შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სპეც-რეისის განრიგი შემდეგია:
"Black Sea Arena"-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.
მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და თბილისში ჩამოვა 06:10.
აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.