საჭირო მასალა: ნახევარი კილო ფხვიერი ნამცხვარი (იყიდება), 100 გრამი დაფქვილი თხილი ან ნიგოზი, 200 გრამი კარაქი.
კრემისთვის: ექვსი ცალი კვერცხის გული, 150 გრამი შაქარი, ნახევარი ლიტრი რძე, შავი შოკოლადი _ 150 გრამი (ერთი ფილა), 200 გრამი კენკროვანი ხილი (ჟოლო, მოცხარი ან მაყვალი).
მომზადება: კარგად დავფშვნათ ფხვიერი ნამცხვარი, შევურიოთ გამდნარი კარაქი, დაფქული თხილი ან ნიგოზი. მოვზილოთ კარგად. გავაბრტყელოთ მოზრდილი ტაფაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. სოდა, ვანილი და სხვა მინარევი არ სჭირდება, რადგან ფხვიერ მასას ეს ყველაფერი აქვს. ცხობას 15-20 წუთი სჭირდება. ბისკვიტი დავდოთ, გაგრილდეს.
კრემი: კარგად ათქვეფილ კვერცხის გულს და შაქარს ავურიოთ ფქვილი და ჩავუშვათ ადუღებულ რძეში. სწრაფად ვურიოთ და მერე ჩავუშვათ შიგ შოკოლადი. ვურიოთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ ჩადნება. როცა გაცივდება, ეს კრემი ბისკვიტს ზემოდან კარგად წავუსვათ. მერე დავაყრით კენკროვანს, დავფარავთ მთლიანად და შევდგამთ მაცივარში ერთი საათით. ძალიან გემრიელია ნებისმიერ უალკოჰოლო სასმელთან _ წვენებთან, ჩაისთან თუ რძესთან ერთად.