დღეს ლანჩხუთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ზურაბ კობახიძემ, გიორგი ბურჯანაძემ და სულხან კვიჟინაძემ შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურისა და კომისიის ხელმძღვანელებტან, ასევე ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლებთან.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სააგენტოში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის ბაზა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის უწყვეტი მიმოქცევის მიზნით, აგრძელებს მუშაობას გრძელვადიან პროექტზე და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ქმნის კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა კომპლექსურ ბაზას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის რესურსების ინტეგრირებული მართვის საუკეთესო საშუალება იქნება.
სააგენტოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული ბაზის შემუშავებაში ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული. როგორც შეხვედრაზე ითქვა, გურიის რეგიონიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 60-მდე ძეგლია აღრიცხული.