ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში (კინჩხა ფერდში) მზიალა კუხალაშვილი პატარა სახლში მარტო ცხოვრობს. დილით ადრე დგება, ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის ცომს ამზადებს. შემდეგ კი ცხობას იწყებს, ამასობაში კი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ტურისტები ნელ-ნელა იწყებენ ასვლას. კინჩხა ფერდში ჩანჩქერის და ულამაზესი ბუნების სანახავად დადიან.
"დღეს ხალხმრავლობა. ბანაკიდან 300 ბავშვი იყო ამოსული, ასევე ასობით ადამიანი ამოვიდა წყალვარდნილის სანახავად. ყოველ ზაფხულს ტურისტების რიცხვი იზრდება. თან ახლა გზა კეთდება და ეს უფრო უწყობს ხელს ამოვიდეს ხალხი ულამაზესი ბუნების სანახავად. გვიან შემოდგომამდე აქ ვარ და შემდეგ კი მივდივარ ჩემს დასთან."– გვითხრა მზიალა კუხალაშვილმა.
წყალვარდნილის სანახავად კვირა დღეს ვიყავით. ასობით უცხოელი და ქართველი ტურისტი ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა.