ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საბავშო ბაღის შენობაზე რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციამ საყვედური გამოუცხადა ამავე ცენტრის თანამშრომელს გვანცა ჩხარტიშვილს.
„ლესის საბავშვო ბაღის შენობაზე პარტიული დროშის განთავსებისთვის, რომელიც აღმართული იქნა უცნობი პირების მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ზონის მენეჯერს, გვანცა ჩხარტიშვილს ზედამხედველობის მოდუნებისათვის გამოეცხადოს სასტიკი საყვედური“, _ ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე აწერს.