,,ერთხელ ქ. ბათუმში მე გავხდი მოწამე შემდეგი მოვლენისა, რომელმაც სერიოზულათ დამაფიქრა. ბათუმში ზღვაში ქალები ბანაობდნენ და ადგილობრივი ახალგაზრდობა ურცხვათ მისჩერებოდა მას და ამითი თავისს სქესობრივ ინსტიქტებს აღიძრავდა.
მეორეჯერ, გურიის ერთ განმარტოებულ სოფელში შევნიშნე, თუ როგორ შორდებოდენ ახალგაზრდები იმ ადგილს, სადაც ქალები ბანაობდენ, რადგან სცხვენოდათ მათი ცქერა.”
ნაწყვეტი ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ნაკაშიძის წერილიდან, რომელიც ,,ეშმაკის მათრახმა” გაზეთ ,,ზაკავკაზიედან” გადმობეჭდა.