გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მუშამ ბინის რემონტის დროს 100 ათასი ევროს ღირებულების განძი აღმოაჩინა.
მუშას სამზარეულოში გაზქურა გადაჰქონდა, როცა საიდუმლო გასასვლელი შენიშნა, სადაც ძვირფასეულობით სავსე ყუთები აღმოაჩინა. თავდაპირველად ყუთებში მას ნაგავი ეგონა და არ დაუჯერა თვალებს, როდესაც თვალწინ ოქროს ზოდები და მონეტები იხილა, წერს გერმანული გამოცემა „Hannoversche Allgemeine Zeitung“.
აღმოჩენილი განძი სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ ფირმას გადაეცა. კომპანიამ კი ნაპოვნი ბინაში მცხოვრები გარდაცვლილი მდგმურის ოჯახს გადასცა.