ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე სარწყავი არხიდან წყლის გამოშვებას ცდილობდა.
შავერდაშვილი ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.