ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს პოლემიკა მოჰყვა _ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ აკაკი წერეთლის ქუჩაზე გახორციელებული სამუშაოები გააკრიტიკა და აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის ორი ფენის დაგებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
არგუმენტირებული ახსნის მიუხედავად, დეპუტატისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რომ ქალაქის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაქსიმალური ხარისხით ასრულებს და წერეთლის ქუჩაზე ასფალტის ორი ფენის დაგება იმ მიზნით გახდა საჭირო, რომ მალე ხსენებული ქუჩა შემოვლითი გზის ნაწილი გახდება და ამ გზაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილები ერთი ფენით დაგებულ ასფალტს მალე დააზიანებს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აკაკი წერეთლის ქუჩაზე ასფალტირების სამუშაოები მაქსიმალური ხარისხით ჩაატარა, რითაც გზის გრძელვადიანი ექსპლოატაცია უზრუნველყო.
(R)