განვითარებად ქვეყნებში გავრცელებული ავადმყოფობები, კლიმატისა და ნალექიანობის ცვლილებების ფონზე, გავრცელებას დაიწყებს. ამაში დარწმუნებულნი არიან მეცნიერები.
მაგალითად, ბურულის წყლული, რომელიც წყლით გადაეცემა, ათასობით ადამიანს ასნებოვნებს და მძიმე შემთხვევებში, სიკვდილს ან ინვალიდობას იწვევს, სერიოზული ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც კანზე მტკივნეულ ჭრილობებსა და ქსოვილების ნეკროზს იწვევს.
ბორნმუთის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, ფრანგულ გვინეაში წყლულის შემთხვევებსა და ნალექთა სქემის ცვლილებებს შორის მჭიდრო კავშირი გამოავლინეს. რაც უფრო შთამბეჭდავი ცვლილებები ხდებოდა ეკოსისტემაში, მით უფრო ძლიერ ვრცელდებოდა ინფექცია.
ექსპერტების აზრით, კლიმატური ანომალიების მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია სახიფათო ინფექციის გავრცელების წინასწარმეტყველება. ასეთი დასკვნა კი მარტო ბურულის წყლულს არ ეხება.
ცნობილია, რომ კლიმატის მერყეობა მალარიის გავრცელების გეოგრაფიაზე გავლენას ახდენს.