განათლებულ ქალზე დაქორწინება, დადებითად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე, მიაჩნიათ შვედ მეცნიერებს.
ამ დასკვნამდე მეცნიერები, ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ, რომელშიც მონაწილეობა მილიონზე მეტმა წყვილმა მიიღო. მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ განათლებული ქალების დონე, პირდაპირ მოქმედებს ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ამასთან, მამაკაცის მაღალ ინტელექტს მსგავსი ზემოქმედება ქალზე არ გააჩნია.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეზულტატი შეიძლება დამოკიდებულია განათლებული ქალის მიერ, ოჯახში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. მაგალითად კვება. რაც უფრო მაღალია ქალის ინტელექტი, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს კვების რაციონთან დაკავშირებით.
შვედი მეცნიერების განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში სწორედ მამაკაცია ფულის შემომტანი, რაც მეუღლეების ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორია.